ბორის იოფანი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 16 (28) აპრილი, 1891 |
დაბ. ადგილი | ოდესა |
გარდ. თარიღი | 11 მარტი, 1976 (84 წლის) |
გარდ. ადგილი | ბარვიხა |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ალმა-მატერი | Grekov Odesa Art school |
მნიშვნელოვანი პროექტები | House on the Embankment |
ჯილდოები | სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, სსრკ სახალხო არქიტექტორი და მოსკოვის 800 წლისთავის მედალი |
მეუღლე | Olga Iofan |
პარტნიორ(ებ)ი | Olga Iofan |
ბორის იოფანი (რუს. Борис Михайлович Иофан; დ. 28 აპრილი , 1891, ოდესა — გ. 11 მარტი, 1976, მოსკოვი) — საბჭოთა არქიტექტორი.
დაიბადა ოდესაში. 1911 წელს დაამთავრა ოდესის სამხატვრო სასწავლებელი, მუშაობდა პეტერბურგში არქიტექტორ ა. ტამანიანის თანაშემწედ. შემდეგ რომში მიემგზავრება, სადაც სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში აბარებს, რომელსაც 1916 წელს ამთავრებს.
იოფანი რუსეთში 1924 წელს დაბრუნდა უკვე როგორც გამოცდილი პროფესიონალი, სათანადო არქიტექტურული და ტექნიკური მომზადებით. ამ პერიოდისთვის მას უკვე გააჩნდა რამდენიმე რეალიზებული პროექტი იტალიაში.
1927–1931 წლებში იოფანი აპროექტებს და ხელმძღვანელობს სერაფიმოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას (ე. წ. "სახლი სანაპიროზე", რუს. «Дом на набережной»).
იოფანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია განუხორციელებელი საბჭოების სასახლე მოსკოვში - გიგანტური ნაგებობა, რომლის თავზე ლენინის უზარმაზარი ქანდაკება უნდა მდგარიყო. სასახლის ასაგებად გამოიყო ადგილი, რომელზეც მაცხოვრის ტაძარი იდგა. ტაძარი დაანგრიეს, თუმცა მის ადგილას მოგვიანებით აუზი "მოსკოვი" შეიქმნა.
ომისშემდგომ წლებში იოფანემ მოსკოვში შექმნა ნავთობისა და სამთო ინსტიტუტების კომპლექსები (1947–1950), ფიზიკური კულტურის ცენტრალური ინსტიტუტის პროექტი იზმაილოვოში, ასევე ხელმძღვანელობდა ფართომასშტაბიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას იზმაილოვოსა და მარიინკაში.
მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორის საპატიო წოდება (1970) და დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.