ტორუნი (პოლ. Toruń, გერმ. Thorn) — ქალაქი ჩრდილოეთ პოლონეთში, მდინარე ვისლის სანაპიროზე. 2009 წლის ივნისში ჩატარებული აღწერის შედეგად აქ სახლობს 205 934 ადამიანი, მოსახლეობით ეს ქალაქი მეორეა კუიავო-პომერანიის სავოევოდოში, ბიდგოშჩის შემდეგ. შუა საუკუნეებში ამ ქალაქში დაიბადა ცნობილი პოლონელი ასტრონომი ნიკოლოზ კოპერნიკი. 1997 წელს იუნესკომ ეს ქალაქი შეიყვანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში რომლებიც მდებარეობს პოლონეთში.
ადრე ეს ქალაქი იყო ორი სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი. ამ ქალაქში მოქმედებს ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტი.
დაძმობილებული ქალაქები
- ფილადელფია, აშშ, 1977 წლიდან
- გეტინგენი, გერმანია, 1978 წლიდან
- ლეიდენი, ნიდერლანდები, 1988 წლიდან
- ჰიამენლინა, ფინეთი, 1989 წლიდან
- კალინინგრადი, რუსეთი, 1995 წლიდან
|
- ჩადცა, სლოვაკეთი, 1996 წლიდან
- სუინდონი, დიდი ბრიტანეთი, 2003 წლიდან
- ნოვო-მესტო, სლოვენია, 2005 წლიდან
- ლუცკი, უკრაინა, 2008 წლიდან
- ოდენსე, დანია, 2009 წლიდან
|
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
პოლონეთის სავოევოდოების ადმინისტრაციული ცენტრები |
---|
| |
|