მანუელ ნოიერი

მანუელ ნოიერი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
27 მარტი, 1986 (1986-03-27)
დაბადების
ადგილი
გელზენკირხენი გერმანიის დროშა გერმანია
სიმაღლე 193 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბაიერნი
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
1991–2005 შალკე 04
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006-2011 შალკე 04 156 (0)
2011– ბაიერნი 290 (0)
ეროვნული ნაკრები
2009- გერმანია 106 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 ოქტომბერი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 29 აპრილი, 2021

მანუელ ნოიერი (გერმ. Manuel Neuer; დ. 27 მარტი, 1986) — გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „ბაიერნის“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე. ცნობილია შესანიშნავი რეაქციით და ბურთის განაწილების უნარით. არის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ოქროს ხელთათმანის მფლობელი.

კარიერა

ნოიერმა პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა 2005 წელს მისი მშობლიური ქალაქის კლუბის, „შალკე 04-ს“ ყველა ასაკობრივ გუნდში წარმატებული გამოსვლის შემდეგ. მისი დებიუტი ბუნდესლიგაში შედგა 2006-2007 წლების სეზონში, როცა მოედანზე გამოჩნდა დაშავებული ფრანკ როსტის ნაცვლად. 20 წლის მეკარე ძირითად შემადგენლობაში მოხვდა მას შემდეგ, რაც როსტი დაშავდა „მიუნხენის ბაიერნთან“ მატჩის წინ.

2011 წლის 1 ივნისს „შალკე 04“ და „ბაიერნი“ შეთანხმდნენ, რომ ნოიერი გადავიდოდა მიუნხენურ კლუბში 2011 წლის ივლისში. კლუბს და ნოიერს შორის გაფორმდა ხუთწლიანი კონტრაქტი, რომლის ვადაც იწურებოდა 2016 წელს, თუმცა ნოიერმა კონტრაქტი გაახანგრძლივა. ტრანსფერის ფასი იყო €22 მილიონი და ნოიერი გახდა მეორე ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე.

მიღწევები

საკლუბო

შალკე 04 (2)
ბაიერნი (28)

სანაკრებო

გერმანია

ინდივიდუალური

  • ბუნდესლიგის საუკეთესო მეკარე: 2007
  • ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე: 2009
  • Fritz-Walter-Medal 2005 ვერცხლი (კატეგორია U19)
  • Silbernes Lorbeerblatt (1): 2010
  • ბუნდესლიგის წლის საუკეთესო მოთამაშე: 2011

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Player Profile. ESPN Soccernet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 1 July 2012.
  2. „Schalke give green light to Neuer's Bayern move“. FC Schalke 04. 2 June 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 2 June 2011.
  3. Bayern win the champions league. espn.com. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2020.
  4. DFB-Elf erhält Silbernes Lorbeerblatt German. Rheinische Post. ციტირების თარიღი: 19 December 2010.
  5. Manuel Neuer Fußballer des Jahres 2011 German. transfermarkt.de (31 July 2011). ციტირების თარიღი: 2 August 2011.