პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 13 სექტემბერი, 1989 | ||
დაბადების ადგილი | ვაილჰაიმი, გერმანია | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
თავდამსხმელი, ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბაიერნი | ||
ნომერი | 25 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1993–2000 | TSV Pähl | ||
2000–2008 | ბაიერნი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008–2009 | ბაიერნი II | 35 | (16) |
2008– | ბაიერნი | 389 | (131) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2010– | გერმანია | 110 | (42) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 აპრილი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ნოემბერი, 2021 |
თომას მიულერი (გერმ. Thomas Müller; დ. 13 სექტემბერი, 1989, ვაილჰაიმი, ბავარია) — გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი.
მიულერმა ახალგაზრდულ დონეზე თამაში 10 წლის ასაკში, TSV Pähl-ში დაიწყო. 2000 წელს იგი მშობლიური ადგილიდან 50 კმ-ით დაშორებულ მიუნხენში, ბუნდესლიგის მკვიდრ „ბაიერნში“ გადაბარგდა. „ბაიერნის“ აკადემიაში მან დიდი პროგრესი განიცადა და 19-წლამდელთა ბუნდესლიგაში 2007 წელს გუნდთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა.
მისი დებიუტი „ბაიერნის“ სარეზერვო გუნდში 2008 წლის მარტში, რეგიონალიგაში, „უნტერხახინგთან“ შეხვედრაში შედგა, სადაც მან მოედანზე სტეფან ფიურნსტერი შეცვალა, სადაც გოლის გატანაც მოახერხა. 2007–08 წლების სეზონში რეგიონალიგაში მიულერმა კიდევ 2 შეხვედრა ჩაატარა, რა დროსაც პარალელურად თამაშობდა „ბაიერნის“ 19 წლამდელთა გუნდში. შემდეგ სეზონში მიულერი ახლადშექმნილ მესამე ლიგაში გადასული „ბაიერნის“ სარეზერვო გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, ჩაატარა 32 შეხვედრა, სადაც 15 გოლის გატანა მოახერხა.
მიულერი ძირითად გუნდში იურგენ კლინსმანის მწვრთნელობის დროს დაწინაურდა. თავდაპირველად ითამაშა სეზონის წინ გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში, რის შემდეგაც 2008 წლის 15 აგვისტოს ბუნდესლიგაში „ჰამბურგთან“ შეხვედრაში მისი დებიუტი შედგა. მან შეხვედრის ბოლო 10 წუთში მოედანზე მიროსლავ კლოზე შეცვალა. მიულერმა ამ სეზონში ბუნდესლიგაში კიდევ 3 შეხვედრა ჩაატარა, რის შემდეგაც 2009 წლის 10 მარტს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „სპორტინგთან“ მატჩის 72-ე წუთზე ბასტიან შვაინშტაიგერი შეცვალა. მატჩი მიუნხენელთა გამარჯვებით, 7–1 დასრულდა. მიულერმა გოლის შეგდება მოახერხა, „ბაიერნმა“ კი ორი მატჩის ჯამში 12–1 გაიმარჯვა.
2009 წლის თებერვალში მიულერმა თანაგუნდელ ჰოლგერ ბაცდუბერთან ერთად ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა ძირითად გუნდთან (რომელიც 2009–10 წლების სეზონიდან ამოქმედდა).
სეზონის დასაწყისში მიულერი მზად იყო როგორც გაიჯარებისთვის, ისე გუნდიდან წასვლისთვის რათა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე ყოფილიყო. „ბაიერნში“ ლუის ვან გაალის დანიშვნის შემდეგ მიულერი პირველი გუნდის შემადგენლობაში დამკვიდრებას იწყებს. თავდაპირველ შეხვედრებში ის რეგულარულად გამოდიოდა ცვლილებაზე. 2009 წლის 12 სექტემბერს მოედანზე შემოსვლის შემდეგ პრინციპულ მეტოქეს, დორტმუნდის „ბორუსიას“ დუბლი გაუტანა, და გუნდს 5–1 გამარჯვებაში დაეხმარა. სამი დღის შემდეგ მან კიდევ ერთხელ მოახერხა დუბლის გატანა, ამჯერად მან უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ჰაიფას „მაკაბის“ კარი აიღო, და გუნდს 3–0 გამარჯვებაში დაეხმარა. სექტემბერში წარმატებული გამოსვლის შემდეგ ბუნდესლიგის თვის საუკეთსო მოთამაშედ დასახელდა. დაიმსახურა თანამემამულის, გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ლეგენდარული თავდამსხმელის, გერდ მიულერის ქება. „ჰაიფასთან“ დუბლის შემდეგ, თითქმის ყველა შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდა, გამოტოვა მხოლოდ ერთი შეხვედრა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, „ბორდოს“ წინააღმდეგ, ამის მიზეზი კი დისკვალიფიკაცია იყო. „ბორდოსთან“ ჩატარებულ წინა შეხვედრაში მიულერი შეხვედრიდან გააძევეს.
2010 წლის თებერვალში მიულერმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე გაახანგრძლივა. სეზონის მეორე ნახევარში, მიულერმა განაგრძო გუნდის ძირითად მოთამაშედ ჩამოყალიბება. მიულერი თამაშობდა ცენტრფორვარდად, ფლანგებიდან კი ფრანკ რიბერი და არიენ რობენი უმაგრებდნენ ზურგს. 2010 წლის აპრილში გაუტანა „შალკეს“, შეხვედრა ანგარიშით 2–1 დასრულდა. ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიულერმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი გაიტანა, „ბოხუმთან“ 3–1 მოგებულ შეხვედრაში რითაც „ბაიერნმა“ ჩემპიონობის მოპოვების შანსები გაიმყარა. „ბაიერნმა“ ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა, ერთი კვირის შემდეგ, „ჰერტასთან“ გამართულ შეხვედრაში, რომელიც მიუნხენელთა გამარჯვებით 3–1 დასრულდა, სადაც მიულერმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა.
ამ სეზონში მან ბუნდესლიგის 34-ვე მატჩი ჩაატტარა, საიდანაც 29 ძირითად შემადგენლბაში დაიწყო, მოახერხა 13 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება. შემდეგ კვირას გუნდმა გერმანიის საფეხბურთო თასის ფინალში ითამაშა. ბრემენის „ვერდერთან“ შეხვედრაში, რომელიც მიუნხენელთა გამარჯვებით 4–0 დასრულდა, მიულერმა დუბლის გატანა მოახერხა. ჯამში მიულერმა ტურნირზე 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რითაც ტურნირის ბომბარდირი გახდა. „ბაიერნმა“ სეზონი ტრებლით დაასრულა, მაგრამ მარცხი იწვნია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მილანის „ინტერმა“ ბაიერნი დიეგო მილიტოს დუბლით დაამარცხა. მიულერი მიუნხენელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა ჟულიო სეზარმა მოიგერია. მიულერი მარცხის გამო იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ მისი პირველი სეზონი როგორც ძირითადი გუნდის წევრის, წარმატებული გამოდგა. მიულერმა ყველა ტურნირზე 52 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.
გამოკითხვის შედეგად სპორტულმა ჟურნალმა „kicker“-მა, 2009–10 წლების სეზონის საუკეთესო ახალბედა მოთამაშედ დაასახელა. დასახულდა ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლური გუნდის წევრად. მიულერი აფასებს ვან გაალს, რადგან მან უდიდესი როლი ითამაშა მის წარმატებაში, ეს იყო მწვრთნელი რომელიც მუდმივად უწყობდა ხელს ახალგაზრდების დაწინაურებას ძირითად გუნდში, მან ეს რეპუტაცია ჯერ კიდევ „აიაქსში“ მუშაობისას გაამყარა. აღსანიშნავი იყო ფრაზა "Müller spielt bei mir immer" ("ჩემთან ერთად, მიულერი ყოველთვის ითამაშებს"). საპასუხოდ კი მიულერი აღწერდა ვან გაალს როგორც „გენიოს ტექნიკოსს“ და მწვრთნელს რომელიც „მოთამაშეებს ყოველ ჯერზე აუმჯობესებს“.
მიულერი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შემდგომი დასვენებიდან დაბრუნდა, რათა „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2015 წლამდე გაეხანგრძლივებინა. „ბაიერნის“ სხვა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე წევრებთან ერთად წინასასეზონო პერიოდის გამოტოვება მოუწია. 7 აგვისტოს დაბრუნების შემდგომ პირველი შეხვედრა ჩაატარა, სადაც გერმანიის საფეხბურთო სუპერთასზე „ბაიერნი“ „შალკეს“ დაუპირსპირდა. მიულერმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, გახსნა ანგარიში და გუნდს 2–0 გამარჯვებაში დაეხმარა. ორი კვირის შემდეგ მან გაიტანა „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ გამართულ საშინაო შეხვედრაში, რომელიც მიუნხენელთა გამარჯვებით, 2–1 დასრულდა.
მიულერმა სეზონის პირველ ნახევარში ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ ვერ მოახერხა წინა სეზონების მსგავსი შედეგების დადება, რის გამოც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, და აგვისტოში ლუი ვან გაალისგან ამასთან დაკავშირებით მითითებასაც იღებს, მას შემდეგ რაც „კაიზერსლაუტერთან“ გოლის გატანის მარტივი შანსი გაანიავა. ის ფილოსოფიურ ჭრილში ხედავდა ფორმიდან ამოვარდნის საკითხს, თუმცა რვა უგოლო თამაშის შემდეგ ლიგაზე, 27 ნოემბერს მიულერმა მოახერხა ფრანკფურტის „აინტრახტის“ კარის აღება; მიულერმა მოახერხა ზედზიედ გაეტანა „შტუტგარტის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში, როგორც ჩემპიონატში, ისე თასზე. These goals took his tally to eight goals in all competitions 15 სექტემბერს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გაუტანა „რომას“ და გუნდს 2–0 გამარჯვებაში დაეხმარა.
მიულერმა სეზონის მეორე ნახევარი კარგ ფორმაში დაიწყო, მაგრამ მას მცირე დაპირსპირება მოუვიდა არიენ რობენთან. არიენ რობენი გაბრაზდა მისი რეაქციის გამო, რაც ნიდერლანდელმა საჯარიმო დარტყმა ცუდად შეასრულა, ბრემენის „ვერდერთან“ შეხვედრაში რომელიც მიუნხენელთა უპირატესობით და 3–1 გამარჯვებით დასრულდა. მიულერმა ამ სეზონშიც ყველა მატჩში ითამაშა და თავი 19 გოლს (12 ლიგაზე) მოუყარა, მაგრამ „ბაიერნისთვის“ ეს სეზონი ნაკლებ წარმატებული იყო. გუნდმა ბუნდესლიგაში გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა, გერმანიის თასის ნახევარფინალში კი „შალკესთან“ დამარცხდა. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში „ბაიერნი“ მილანის „ინტერთან“ დამარცხდა. მიუნხენელებმა „სან სიროზე“ 1–0 იმარჯვეს, მეორე დაპირსპირებაში კი მიულერმა გაიტანა, და ორი მატჩის ჯამში ტაბლოზე ანგარიში 3–1 on დაფიქსრიდა, მაგრამ 88-ე წუთზე „ინტერმა“ მატჩის ბედის შეცვლა მოახერხა, და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა 3–3. სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით შემდეგ ეტაპზე სწორედ მილანის „ინტერი“ გავიდა. მიულერის მენტორი ვან გაალი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა, მას დაუწუნეს როგორც ტაქტიკური სქემები, ისე სატრანსფერო და სასელექციო პოლიტიკა. მალევე ვან გაალი მწვრთნელის პოსტზე იუპ ჰაინკესმა ჩაანაცვლა.
გერმანიის საფეხბურთო თასის პირველ შეხვედრაში მიულერმა „მატჩის საუკეთსო მოთამაშის“ ჯილდო მოიპოვა. მან ორი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა რომლები ზუსტად მარიო გომესმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა შეაგდეს. მატჩის მიწურულს თომასმა თავადაც გაიტანა და გუნდს „აინტრახტ ბრაუნშვეიგთან“ 3–0 დამაჯერებელი გამარჯვება მოაპოვებინა. ამის შემდეგ მიულერს ხუთი მატჩის ჩატარება დასჭირდა ბუნდესლიგაში პირველი გოლის შესაგდებად. მან „შალკე 04“-თან 2–0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა. ამის შემდეგ მიულერმა გუნდის შემდეგ საშინაო თამაშშიც გაიტანა, სადაც მიუნხენელებმა 3–0 იმარჯვეს. 2011 წლის 26 ნოემბერს მიულერმა გახსნა ანგარიშით „ინგოლშტადთან“ 6–0 მოგებულ სათასო შეხვედრაში. მიულერი მოხვდა ფიფა-ს ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის. 10 და 15 იანვრს მიულერმა ორ ამხანაგურ თამაშში სამი გოლი გაიტანა, გაუტანა დუბლი ინდოეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს (რომელთანაც „ბაიერნმა“ 4–0 იმარჯვა), და ერთი გოლი შეუგდო „როტ-ვეიფ ენფურტს“, „ბაიერნმა“ ეს შეხვედრაც დამაჯერებლად 4–0 მოიგო თომასმა „შტუტგარტთან“ სათასო შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
On 11 February, Bayern played 1. FC Kaiserslautern and Müller ended a goal drought lasting since 24 September 2011 with a header in their 2–0 victory. On 31 March 2012, Müller played his 100th Bundesliga game against 1. FC Nürnberg. On 19 May 2012, Müller scored the opening goal in the 83rd minute of the Champions League final against Chelsea with a powerful header, before being substituted for defender Daniel Van Buyten moments later. Bayern, however, then conceded a late equaliser, and would go on to lose the final on penalties. Müller stated post match how dissatisfied he was about the amount of time he had spent on the bench recently, although also expressed his desire to stay at Bayern in spite of this. During the season, Müller had scored seven goals in 34 league matches, two goals in five German Cup matches, and two goals in 14 Champions League matches.
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | ევროპა | სხვა | ჯამი | Ref. | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | |||
ბაიერნი II | 2007–08 | რეგიონალიგა | 3 | 1 | — | — | — | 3 | 1 | ||||
2008–09 | მესამე ლიგა | 32 | 15 | — | — | — | 32 | 15 | |||||
ჯამი | 35 | 16 | — | — | — | 35 | 16 | ||||||
ბაიერნი | 2008–09 | ბუნდესლიგა | 4 | 0 | 0 | 0 | 1 | 1 | — | 5 | 1 | ||
2009–10 | ბუნდესლიგა | 34 | 13 | 6 | 4 | 12 | 2 | — | 52 | 19 | |||
2010–11 | ბუნდესლიგა | 34 | 12 | 5 | 3 | 8 | 3 | 1 | 1 | 48 | 19 | ||
2011–12 | ბუნდესლიგა | 34 | 7 | 5 | 2 | 14 | 2 | — | 53 | 11 | |||
2012–13 | ბუნდესლიგა | 28 | 13 | 5 | 1 | 13 | 8 | 1 | 1 | 47 | 23 | ||
2013–14 | ბუნდესლიგა | 31 | 13 | 5 | 8 | 12 | 5 | 3 | 0 | 51 | 26 | ||
2014–15 | ბუნდესლიგა | 32 | 13 | 5 | 1 | 10 | 7 | 1 | 0 | 48 | 21 | ||
2015–16 | ბუნდესლიგა | 31 | 20 | 5 | 4 | 12 | 8 | 1 | 0 | 49 | 32 | ||
2016–17 | ბუნდესლიგა | 29 | 5 | 3 | 0 | 9 | 3 | 1 | 1 | 42 | 9 | ||
2017–18 | ბუნდესლიგა | 29 | 8 | 5 | 4 | 10 | 3 | 1 | 0 | 45 | 15 | ||
2018–19 | ბუნდესლიგა | 32 | 6 | 6 | 3 | 6 | 0 | 1 | 0 | 45 | 9 | ||
2019–20 | ბუნდესლიგა | 33 | 8 | 6 | 2 | 10 | 4 | 1 | 0 | 50 | 14 | ||
2020–21 | ბუნდესლიგა | 32 | 11 | 2 | 1 | 9 | 2 | 3 | 1 | 46 | 15 | ||
2021–22 | ბუნდესლიგა | 32 | 8 | 2 | 0 | 10 | 4 | 1 | 1 | 45 | 13 | ||
2022–23 | ბუნდესლიგა | 2 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 3 | 1 | ||
ჯამი | 417 | 138 | 60 | 33 | 136 | 52 | 16 | 5 | 629 | 228 | |||
კარიერა | 452 | 154 | 60 | 33 | 136 | 52 | 16 | 5 | 664 | 244 |
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
გერმანია | |||
2010 | 12 | 5 | |
2011 | 13 | 5 | |
2012 | 13 | 0 | |
2013 | 9 | 6 | |
2014 | 15 | 10 | |
2015 | 6 | 5 | |
2016 | 15 | 5 | |
2017 | 6 | 1 | |
2018 | 11 | 1 | |
2019 | 0 | 0 | |
2020 | 0 | 0 | |
2021 | 10 | 4 | |
2022 | 6 | 2 | |
Total | 116 | 44 |
No. | Date | Venue | Opponent | Score | Result | Competition |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 13 June 2010 | Moses Mabhida Stadium, Durban, South Africa | ავსტრალია | 3–0 | 4–0 | 2010 FIFA World Cup |
2 | 27 June 2010 | Free State Stadium, Bloemfontein, South Africa | ინგლისი | 3–1 | 4–1 | 2010 FIFA World Cup |
3 | 4–1 | |||||
4 | 3 July 2010 | Cape Town Stadium, Cape Town, South Africa | არგენტინა | 1–0 | 4–0 | 2010 FIFA World Cup |
5 | 10 July 2010 | Nelson Mandela Bay Stadium, Port Elizabeth, South Africa | ურუგვაი | 1–0 | 3–2 | 2010 FIFA World Cup |
6 | 26 March 2011 | Fritz-Walter-Stadion, Kaiserslautern, Germany | ყაზახეთი | 2–0 | 4–0 | UEFA Euro 2012 qualification |
7 | 3–0 | |||||
8 | 7 October 2011 | Türk Telekom Stadium, Istanbul, Turkey | თურქეთი | 2–0 | 3–1 | UEFA Euro 2012 qualification |
9 | 11 November 2011 | Olimpiyskiy National Sports Complex, Kyiv, Ukraine | უკრაინა | 3–3 | 3–3 | Friendly |
10 | 15 November 2011 | Volksparkstadion, Hamburg, Germany | ნიდერლანდები | 1–0 | 3–0 | Friendly |
11 | 6 February 2013 | Stade de France, Saint-Denis, France | საფრანგეთი | 1–1 | 2–1 | Friendly |
12 | 22 March 2013 | Astana Arena, Astana, Kazakhstan | ყაზახეთი | 1–0 | 3–0 | 2014 FIFA World Cup qualification |
13 | 3–0 | |||||
14 | 14 August 2013 | Fritz-Walter-Stadion, Kaiserslautern, Germany | პარაგვაი | 2–2 | 3–3 | Friendly |
15 | 6 September 2013 | Allianz Arena, Munich, Germany | ავსტრია | 3–0 | 3–0 | 2014 FIFA World Cup qualification |
16 | 10 September 2013 | Tórsvøllur, Tórshavn, Faroe Islands | თარგი:ქვეყნის მონაცემები FAR | 3–0 | 3–0 | 2014 FIFA World Cup qualification |
17 | 1 June 2014 | Borussia-Park, Mönchengladbach, Germany | კამერუნი | 1–1 | 2–2 | Friendly |
18 | 16 June 2014 | Itaipava Arena Fonte Nova, Salvador, Brazil | პორტუგალია | 1–0 | 4–0 | 2014 FIFA World Cup |
19 | 3–0 | |||||
20 | 4–0 | |||||
21 | 26 June 2014 | Itaipava Arena Pernambuco, Recife, Brazil | აშშ | 1–0 | 1–0 | 2014 FIFA World Cup |
22 | 8 July 2014 | Mineirão, Belo Horizonte, Brazil | ბრაზილია | 1–0 | 7–1 | 2014 FIFA World Cup |
23 | 7 September 2014 | Westfalenstadion, Dortmund, Germany | შოტლანდია | 1–0 | 2–1 | UEFA Euro 2016 qualification |
24 | 2–1 | |||||
25 | 14 November 2014 | Stadion Nürnberg, Nuremberg, Germany | გიბრალტარი | 1–0 | 4–0 | UEFA Euro 2016 qualification |
26 | 2–0 | |||||
27 | 29 March 2015 | Boris Paichadze Dinamo Arena, Tbilisi, Georgia | საქართველო | 2–0 | 2–0 | UEFA Euro 2016 qualification |
28 | 4 სქქტემბერი 2015 | Stadion am Bornheimer Hang, Frankfurt, Germany | პოლონეთი | 1–0 | 3–1 | ევრო 2016-ის შესარჩევი |
29 | 7 სექტემბერი 2015 | ჰამდენ პარკი, გლაზგო, შოტლანდია | შოტლანდია | 1–0 | 3–2 | ევრო 2016-ის შესარჩევი |
30 | 2–1 | |||||
31 | 11 ოქტომბერი 2015 | Red Bull Arena, Leipzig, Germany | საქართველო | 1–0 | 2–1 | ევრო 2016-ის შესარჩევი |
32 | 4 ივნისი 2016 | Arena AufSchalke, Gelsenkirchen, Germany | უნგრეთი | 2–0 | 2–0 | Friendly |
33 | 4 სექტემბერი 2016 | Ullevaal Stadion, Oslo, Norway | ნორვეგია | 1–0 | 3–0 | 2018 FIFA World Cup qualification |
34 | 3–0 | |||||
35 | 8 ოქტომბერი 2016 | ვოლკსპარკსტადიონი, ჰამბურგი, გერმანია | ჩეხეთი | 1–0 | 3–0 | 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი |
36 | 3–0 | |||||
37 | 26 მარტი 2017 | თოფიქ ბაჰრამოვის სტადიონი, ბაქო, აზერბაიჯანი | აზერბაიჯანი | 2–1 | 4–1 | 2018 FIFA World Cup qualification |
38 | 23 March 2018 | Merkur Spiel-Arena, Düsseldorf, Germany | ესპანეთი | 1–1 | 1–1 | Friendly |
39 | 7 June 2021 | Merkur Spiel-Arena, Düsseldorf, Germany | ლატვია | 3–0 | 7–1 | Friendly |
40 | 8 October 2021 | Volksparkstadion, Hamburg, Germany | რუმინეთი | 2–1 | 2–1 | 2022 FIFA World Cup qualification |
41 | 11 November 2021 | Volkswagen Arena, Wolfsburg, Germany | ლიხტენშტაინი | 6–0 | 9–0 | 2022 FIFA World Cup qualification |
42 | 8–0 | |||||
43 | 29 March 2022 | Johan Cruijff Arena, Amsterdam, Netherlands | ნიდერლანდები | 1–0 | 1–1 | Friendly |
44 | 14 June 2022 | Borussia-Park, Mönchengladbach, Germany | იტალია | 3–0 | 5–2 | 2022–23 UEFA Nations League A |
<ref>
;
სქოლიოსათვის FCBprofile
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის Thomas Müller » Club matches
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის 2012–13 season
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის 2013–14 season
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის 2014–15 season
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის 2015–16 season
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის 2016–17 season
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის 2017 German Super Cup
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის 2017–18 season
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის 2018 German Super Cup
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის 2018–19 season
არ არის მითითებული ტექსტი; $2
|
|
შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „lower-alpha“ არსებული ტეგებისათვის <ref>
ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="lower-alpha"/>
, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>
; $2